ფეხბურთი

14:10 | 5.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

„ლესტერმა“ მაგუაირის შემცვლელი იპოვნა, თუკი ის მანჩესტერში გადავა“

„ლესტერ სიტი“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰარი მაგუაირის წასვლისთვის ემზადება. მაგუაირი მანჩესტერული გიგანტების „იუნაიტედისა“ და „ სიტის“ ინტერესთა სფეროში მოექცა და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, რომელიმეში გადავა.

Birmingham Mail-ის ცნობით, მაგუაირის წასვლის შემთხვევაში, „მელიები“ „ბარნლის“ მცველის, ჯეიმს ტარკოვსკის გადაბირებას შეეცდებოან. პოლონური წარმოშობის ინგლისელის თავის რიგებში ხილვა „ვულვერჰემპტონსაც“ სდომებია.

ტარკოვსკი „ბარნლიში“ 2016 წლიდან თამაშობს. მანამდე კი ის „ბრენტფორდში“ და „ოლდემში“ ირჯებოდა, რომლის აღზრდილიცაა. ინგლისის ნაკრებში მას 2018 წლიდან იძახებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064803
სარეკლამო ადგილი - 99
X x X