ალბათ გახსოვთ, რომ ადრეც ვიუწყებოდით ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს მილა იოვოვიჩს თუ რაოდენ უყვარს და ემშობლიურება უკრაინის საფეხბურთო კლუბი დონეცკის “შახტარი“. არც ის ამბავია დაფარული, რომ მილა წარმოშობით სწორედ დონეცკიდანაა და დღეს დევნილობაში მყოფი მეშახტეთა გუნდის ბედი ნამეტნავად აწუხებს.
იოვოვიჩის დაფასება და კლუბისადმი ერთგულება სათანადოდ დააფასა “შახტარის“ ხელმძღვანელობამ და ცნობილ მსახიობს გუნდის მატჩებზე დასასწრებდ მუდმივი აბონიმენტი აჩუქა. ამ აბონიმენტით იოვოვიჩს შეუძლია ხარკოვის სტადიონზე (სამწუხაროდ დონბასიდან დევნილი “შახტარი“ ამჟამად ხარკოვის სტადიონზე ატარებს მატჩებს) “შახტარის“ ყველა რანგისა თუ მნიშვნელობაის მატჩებს დაესწროს.
აღსანიშნავია, რომ მილას მუდმივი აბონიმენტი მოიცავს სტადიონის დასავლეთ ტრიბუნაზე მდებარე მეხუთე რიგის მეხუთე ადგილს, რაც სიმბოლურად იმ ფილმის გამომხატველია, რომელმაც მილა განსაკუთრებულად პოპულარული გახადა. ცხადია საუბარია ფილმ “მეხუთე ელემენტზე“, სადაც იოვოვიჩმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.