ფეხბურთი

0:35 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-მ ანდერ ერერა გაიფორმა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ანდერ ერერა „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ერერა პარიზელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

29 წლის ანდერ ერერამ კარიერა „სარაგოსაში“ დაიწყო, ხოლო სახელი ბილბაოს „ატლეტიკში“ თამაშით გაითქვა. 2014 წელს „მანჩესტერში“ გადაბაგრდა, რომლის ღირსება 189 მატჩში დაიცვა და 20 გოლი გაიტანა.

სტატისტიკა
0.259217