კალათბურთი

23:47 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტურ ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს, ოლიმიურ სასახლეში გამართულმა მეოთხედფინალურმა მატჩებმა სტუდენტური ლიგის ნახევარფინალისტები გამოავლინა. ამავდროულად, გაირკვა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც სტუდენტურის “ა” ლიგას დატოვებს და მომდევნო სეზონში “ბ” ლიგაში იასპარეზებს. ესაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც მეოთხედფინალში წაგებული 4 გუნდიდან ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხდა. დებულების თანახმად, სტუდენტურ ლიგაში V, VI, VII და VIII ადგილები მეოთხედფინალში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით ნაწილდებოდა.

კავკასიელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან 38 ქულით – 66:104 წააგეს. თსსუ ნახევარფინალში გავიდა, ხოლო “კავკასიამ” ყველაზე დიდი სხვაობით წაგების გათვალისწინებით მე-8 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში სტუდენტურის “ბ” ლიგაში იასპარეზებს. მე-7 ადგილი დაიკავა თსუ-მ, რომელიც “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ბ” ლიგის მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო რაუნდში იბრძოლებს. სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. თსუ-ელებმა 45:80 წააგეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელიც ნახევარფინალში თსსუ-ს შეუწყვილდა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ილიასა და სპორტის უნივერსიტეტთა გუნდები შეხვდებიან. ილიაუნიმ მეოთხედფინალში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 87:78 სძლია, ხოლო სპორტუნიმ სეუ-ს (სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი) 86:79 მოუგო

ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება. რომელი გუნდიც უკეთეს შედეგს აჩვენებს 2 შეხვედრის ჯამში, ფინალშიც ის გავა. პირველი მატჩები 8 ივლისს, ხოლო მეორე – 9-ში გაიმართება.

იხილეთ მატჩების სტატისტიკა ჩვენი გვერდის შესაბამის განყოფილებაში: http://gbf.ge/league/student-league/schedule#mbt:275-303$t&0=1

www.gbf.ge

0.128102