ფეხბურთი

22:37 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: "სპარტაკში" ასეთი მაღალი დატვირთვები არასდროს მქონია"

მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი მაღალი დატვირთვები „სახალხო გუნდში“ არასდროს ყოფილა.

ჯანოს განცხადებით, გუნდმა ავსტრიაში ნაყოფიერი შეკრება გაიარა და გუნდი პრემიერლიგის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდება.

„მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი ძალიან რთული იყო, ძალიან ბევრს დავრბოდით. ახლა კი ბურთთან უფრო მეტს ვმუშაობთ. ვარჯიშები ინტენსიურია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ სეზონის დაწყებამდე 10 დღე კიდევ გვაქვს. ავსტრიაში ძალიან კარგი შეკრება გვქონდა და ვეცდებით ჩვენი დონე ჩემპიონატში ვაჩვენოთ.

საწყისი დატვირთვები პრაქტიკულად ბურთის გარეშე გვქონდა. რაც „სპარტაკში“ ვთამაშობ, ასეთი მაღალი დატვირთვები არ მახსოვს, თუმცა ფეხბურთელებს გვესმის, რომ წნეხი აუცილებელია.

ვინ უნდა იყოს ახალი გუნდის კაპიტანი? არ დავმალავ ჩემს არჩევანს - ჯიქია. გლუშაკოვი გუნდიდან წავიდა და ვიცე-კაპიტანი ჯიქია იყო, შესაბამისად, ახლა კაპიტანი უნდა გახდეს. მას კარგი თვისებები აქვს, ვფიქრობ „სპარტაკის“ კაპიტნობას იმსახურებს, რომან ზობნინი კი ვიცე-კაპიტნი უნდა იყოს“, - უთხრა ჯანომ Matc Tv-ს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგა სულ მალე დაიწყება. 13 ივლისს, „სპარტაკი“ პირველ ტურში „სოჭის“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

0.123876