ესპანეთის ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის კალენდარი დადგენილია. პირველი ტურის ცენტრალური მატჩი „სან მამესზე“ შედგება, სადაც ბილბაოს „ატლეტიკი“ კატალონიის „ბარსელონას“ დაუხვდება.
მადრიდის „რეალი“ კი ვიგოში, „სელტას“ ესტუმრება. მთლიანობაში პირველი ტური ასეთი იქნება:
„სელტა“ – „რეალი“
„მალიორკა“ – „ეიბარი“
„ატლეტიკო“ – „ხეტაფე“
„ესპანიოლი“ – „სევილია“
„ალავესი“ – „ლევანტე“
„ვალენსია“ – „სოსიედადი“
„ბეტისი“ – „ვალიადოლიდი“
„ლეგანესი“ – „ოსასუნა“
„ბილბაო“ – „ბარსელონა“
„ვილიარეალი“ – „გრანადა“
რაც შეეხება „ელ კლასიკოებს“ – 27 ოქტომბერს „კამპ ნოუ“ უმასპინძლებს, ხოლო 1 მარტს ისტორიული დუელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“შედგება.
აქვე დერბის ჩატარების თარიღებზეც:
მადრიდული დერბი („ატლეტიკო“ – „რეალი“) - VII ტური
ბარსელონური დერბი („ესპანიოლი“ – „ბარსელონა“) – XIX ტური
სევილიური დერბი („ბეტისი“ – „სევილია“) – XIII ტური
ვალენსიური დერბი („ლევანტე“ – „ვალენსია“) – XVI ტური
ბასკური დერბი („ბილბა“ – „სოსიედადი“) – III ტური
აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის ახალი სეზონი 18 აგვისტოდან დაიწყება.