ჩოგბურთი

18:05 | 4.07.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ბასილაშვილი “უიმბლდონს” დაემშვიდობა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 2019 წლის გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა.

ის, რომ ნიკა ცუდ ფორმაში იმყოფება, დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. საქართველოს პირველი ჩოგანს აურაცხელი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ბრიტანელი დანიელ ევანსის სათამაშო სტილსაც ალღო ვერაფრით აუღო და 3:6, 2:6, 6:7 (2:7) დამარცხდა.
საინტერესოა, რომ მე-3 სეტში ნიკოლოზმა 4 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა, იქ ისეთი შეცდომები დაუშვა, დამწყებ ჩოგბურთელს რომ არ ეპატიება და მთელი გარჯა წყალში ჩაყარა.
განვლილ მატჩში, რომელიც ორსაათნახევარს გაგრძელდა, ბასილაშვილს 3 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, მეტოქეს კი, შესაბამისად, 5 და 3.
ნიკოლოზს პირველ მოწოდებაზე 65%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ მხოლოდ 59% (42 71-დან) დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 44%-ანი შედეგი (17 39-დან) აღმოაჩნდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 8-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ დათმო (ევანსის აქტივში 11 ბრეიკ-პოინტი გახლდათ).
და ყველაზე თვალშისაცემი: ნიკოლოზმა 48 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა, როდესაც ბრიტანელს მხოლოდ 15 ჰქონდა, “ვინერსებში” კი ჩვენებურმა 32:23 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილმა კიდევ ერთ ბრიტანელ ჯეიმს უორდს 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 სძლია და ამ დროისთვის, ATP-ს “ლაივ-რეიტინგში” 1995 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:45 | 15.03.2016
qomagi555 (259)

როგორც უბნის გუნდს ისე აღიქვამენ ვითას... არავინ სერიოზულად არ უყურებს...
თუმცა აგდებულიდამოკიდებულებითაც უგებენ...
იმედია ერთ თამაშს მაინც მოიგებთ და ანტირეკორდზე არ წახვალთ,მითუმეტეს ბოლო ორი საშინაო შეხვედრა სუსტ გუნდებთან გაქვთ...
მაგრამ მეეჭვება
ბოლოსწინაზე მყოფი ასტანაც მოგვიგებს თბილისში ალბათ (((
თუ გსურთ რომ თქვენ არ ხართ ცუდი გუნდი და საქართველოს კალათბურთია ნეხვში, მაშინ ჯერ დინამოს უნდა მოუგოთ და შემდეგ თასი აიღოთ!!!
აი ამ შემთხვევაში გვეცოდინება რომ ძალიან დაბალი დონეა ჩვენთან!!!

19:21 | 14.03.2016
stoikovich (5984)

რაღა გვიშავს...

18:15 | 14.03.2016
Beso Sigua (22)

Vai sircxvilo, arada ra imedebit sezoni

11:29 | 14.03.2016
Zura Papukashvili (31)

ზენიტისთვის რომ მოეგოთ ცოტა დააკლდათ სარატოვში მოიგებენ ზენიტი 3 ადგილზეა სარატოვი 6-ზე ცოტას კიდევ ცოტას დაამატებენ და მოიგებენ?????

12:50 | 14.03.2016
Buratino (3505)

ისე მოიგო ბაბუაჩემმა საფლავში, როგორც ეგენი სარატოვში არიან მომგები...

0.068815