პოლონური „არკა“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლუკა ზარანდიამ დატოვა, ქართველი ფეხბურთელის გარეშე არ დარჩა. როგორც პოლონელთა ვებგვერდი იტყობინება, გუნდის ღირსებას ამიერიდან დავით სხირტლაძე დაიცავს.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. 26 წლის თავდამსხმელი ბოლოს ლატვიურ „რიგასში“ თამაშობდა, რომლის ღირსება მხოლოდ ორ მატჩში დაიცვა.
კარიერის საუკეთესო პერიოდი კი დანიურ „სილკებორგში“ 2016-2018 წლებში გაატარა და 88 თამაშში 26 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, ასევე უთამაშია „ორჰუსსა“ (2011-2015) და ტრნავას „სპარტაკში“ (2018).