ფეხბურთი

14:17 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია „რუბინს“ შეუერთდა

„რუბინმა“ თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, რომ ქართველი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანურ კლუბს შეუერთდა და ვარჯიშიც ჩაატარა. 18 წლის ფეხბურთელი, გასული სეზონის მეორე ნახევარში მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა იჯარით.

მის ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს გაუვიდა, თუმცა მოლაპარაკების მიუხედავად, ხვიჩამ რკინიგზელებთან სრულყოფილი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.

„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში კვარაცხელიამ 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ასევე, რუსეთის თასის მფლობელიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123586