ფეხბურთი

13:09 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო-2"-ს გიორგი ჭელიძე გაწვრთნის

გიორგი ჭელიძე, რომელიც წლებია “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდებში მუშაობს, ამჯერად “საბურთალო”-2-ს უხელმძღვანელებს. ამ ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალგაზრდა სპეციალისტს დუბლშემადგენლობაში დებიუტი წარმატებული გამოუვიდა – “საბურთალო”-2-მა ლიგა-3-ის გათამაშებაში ჩოხატაურის “ბახმაროს” უმასპინძლა და მეტოქე 6:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს “საბურთალო”-2 ასევე ახალგაზრდა მწვრთნელი რევაზ გოცირიძე წვრთნიდა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება ლიგა-2-ის ბინადარ “თელავში” გადაწყვიტა.
გეტყვით, რომ ბოლოს ჭელიძე “საბურთალოს” 19-წლამდე გუნდს წვრთნიდა.

0.131625