ფეხბურთი

9:47 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიამ შვედეთი დაამარცხა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ჰოლანდიის ნაკრებმა შვედეთის ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო და 7 ივლისს, ფინალში აშშ-ის ნაკრებს შეხვდება. ერთი დღით ადრე კი შვედები მესამე ადგილისთვის ინგლისელებს შეერკინებიან.

ჰოლანდია - შვედეთის შეხვედრაში ძირითადი დრო უგოლოდ დამთავრდა. დამატებითის 99-ე წუთზე კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა, ჯეკი გრუნენმა მატჩის ერთადერთი ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელები ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან, ამერიკელები კი - მსოფლიოსი.

0.131222