ფეხბურთი

9:05 | 4.07.2019 | ნანახია 1325 - ჯერ

კოპა ამერიკა: პერუ ფინალშია

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშებაზე მეორე ფინალისტიც გამოვლინდა. პორტუ ალეგრიში, „არენა დუ გრემიუს“ სტადიონზე, პერუს ნაკრებმა მოულოდნელად 3:0 გაანადგურა მოქმედი ჩემპიონი, ჩილეს ეროვნული გუნდი.

21-ე წუთზე ანგარიში ედისონ ფლორესმა გახდნა. 38-ზე იოსიმარ იოტუნმა გააორა. 91-ე წუთზე კი პაოლო გერერომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ მეხუთე დამატებულ წუთზე პერუელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღეს, თუმცა ედუარდო ვარგასს მეკარე გაბრიელ არიასმა აუღო.

ამრიგად, 7 ივლისს, ტურნირის ფინალში ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილია და პერუს ეროვნული გუნდი შეხვდებიან. თამაში ლეგენდარულ „მარაკანაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

ჩილე - პერუ 0:3


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:11 | 04.07.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მესამე ადგილისთვის მატჩებს მაგარ ყ**ობად კი მივიჩნევ, მაგრამ ამ შემთხვევაში არგენტინას პრესტიჟის სულ მცირედით აღდგენის შანსი ეძლევა ჩილესთან და ჩემთვის პირადად აქვს გარკვეული ინტრიგა.
პ.ს. იმედია მესი არ ითამაშებს.

16:19 | 04.07.2019
მესიიიიი (1971)

აუუ, პირველად გეთანხმები კორბენ,იმედია მესი არ ითამაშებს!

15:41 | 04.07.2019
armenakich13 (577)

არადა წესით პერუს ადგილას ურუგვაი უნდა იყოს, და მაგ შემთხვევაში მართლაც დრამატულ ფინალს ვიხილავდით მაგრამ ახლა....

14:37 | 04.07.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

რად უნდა პერუს "ნესვები"
ჩილეს მოუ***ნეს ფესვები !!!

12:29 | 04.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ჩილეს კიდე არგენტინასთან თამაში უნდოდა მგონი,მესამე ადგილშიც ეცილება ახლა))

10:08 | 04.07.2019
Javshana (3011)

ამ პერუს ბრაზილიამ 5-0 მოუგო და თვითონ პერუმ ურუგვაი და ჩილე დაამარცხა :დ

12:28 | 04.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ფინალი რომ მოუგოს პერუმ მაგ 5-0-ის შემდეგ ეგ იქნება კაიფი))))

23:00 | 04.07.2019
ogafa (10211)

+

14:28 | 04.07.2019
Javshana (3011)

რათქმაუნდა :დ

0.155137