უიმბლდონის 1/32-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელი მოთამაშე დენის კუდლა იოლად 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.
ნოვაკს ეს შეხვედრა ვარჯიშივით გამოუვიდა. მეტოქეს არანაირი შანსი არ ჰქონია.
ნოლე მომდევნო ეტაპზე პოლონელ ჰუმბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდება, მატჩი 5 ივლისს არის ჩანიშნული.