ჩოგბურთი

22:33 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი და ევანსი 15:30 საათიდან ითამაშებენ

27 ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 2019 წლის გათამაშებაში მე-2 წრის მატჩს ხვალ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მე-18 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრიტანელ ჯეიმს უორდთან ორსეტიანი ჩამორჩენა “ამოქაჩა” და სამსაათნახევრიან მატჩში 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 იმარჯვა.
4 ივლისს, ნიკას მეტოქე კიდევ ერთი ბრიტანელი ჩოგბურთელი დანიელ ევანსი იქნება, რომელმაც გუშინ არგენტინელ ფედერიკო დელბონისს 6:3, 7:6 (7:5), 6:3 სძლია. ნიკოლოზი 29 წლის ბირმინგემელს კარიერაში პირველად გაეჯიბრება.
ევანსი უკანასკნელი მსოფლიო რეიტინგში 61-ე ადგილზე იმყოფება, საუკეთესო პერიოდი კი 2017 წლის მარტში ჰქონდა, როდესაც 41-ე პოზიციას უწია.
რაც შეეხება ბასაილაშვილს, ის ATP-ს “ლაივ-რეიტინგში” 1995 ქულით მისთვის სარეკორდო მე-15 ადგილზე იმყოფება, დანიელის ძლევის შემთხვევაში კი, აქტივში უკვე 2040 ქულა ექნება.
ქართულ-ბრიტანული შერკინება ხვალ მე-2 კორტზე მე-2 წყებაში, ავსტრალიელი ეშლი ბარტისა და ბელგიელი ელისონ ვან უიტვანკის შეხვედრის შემდეგ, თბილისის დროით დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყება.

0.17986