მადრიდის „ატლეტიკომ“ „პორტუს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ექტორ ერერა გაიფორმა. როგორც „როხიბლანკოს“ ვებგვერდი იტყობინება, მექსიკელ ნახევარმცველთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. აღსანიშნავია, რომ ერერა ფელიპეს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე ზაფხულს „პორტუდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა.
ექტორ ერერა „დრაკონების“ ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და 245 მატჩში 35 გოლის გატანა მოახერხა.