ფეხბურთი

17:51 | 3.07.2019 | ნანახია 942 - ჯერ

ბუფონი "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ჯანლუიჯი ბუფონისა და ტურინის „იუვენტუსის“ ისტორია გაგრძელდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე ხვალ დილით ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ბუფონი „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს ერთ-ერთ პოსტს. ცნობილია ჯიჯის გასამრჯელოც - 1.5 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა და 656 მატჩიც ჩაატარა.

გასული სეზონი კი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ დაჰყო, რომლის ღირსება 25-ჯერ დაიცვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:36 | 03.07.2019
კართაგენი28 (12606)

ფეხბურთზე არასდროს დამიწერია კომენტარი აქ იმისდა მიუხედავად რო ღრმა ბავშობიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ მაგრამ რატომღაც ამ კაცზე მინდა 2 სიტყვა დავწეროო. ძაან კარგად მახსოვს და მინახავს უდიდესი მეკარების თამაში ოლივერ კანიდან დაწყებული ნოიერით დამთავრებული და რა დონის მეკარები არიან ეს ყველამ კარგად იცი მაინც არ შემიძლია არ ვთქვა რო ჯიჯი ყველაზე ყველაზე დიდი მეკარეა ისტორიში .ვის არ უნახავს კანის საოცარი არაადამინური სეივები უზარმაზარი ტორნადოსავით ენერგია მოედანზე და ის ლიდერობა არც მაას გააჩნდა მაგრამ ჯიჯი საერთოდ სხვა პლანეტაზე რა . ესეთი სტაბილური სპორტსმენი იშვიათად რო ვინმე მენახოს ესეთი ლიდერი რომელიც ყოველთვის უზარმაზარი მოტივატირია ტიპი რომელმაც ძალიან მაგრად იცი მეტოქის პატივისცემა და დაფასება რავი ჯიჯი ყველაზე მაგარია რა და პროსტა ერთადერთი რაც მართლა არ მოწონს ეხლა მის კარიერაში იუვეში დაბრუნება და სათადარიგო კიპერობაა იასნია ამას ლიგის მოსაგებად აკეთებს და კაცს რომელიც ისეთი ლეგენდა როგორც ჯიჯია ლიგის ვერ მოგება ვაბშე ვერაფერს დააკლებს და იქვე ყავს მეორე უზარმაზარი ლეგენდა ტოტი რომელსაც ლიგის მოსაგებად ან რამე ეგეთისთვის არასდროს თავის პრინციპებისთვის არ უღალატია .ჯიჯი არ გიხდება რასაც აკეთებ

18:51 | 03.07.2019
RHP (3623)

ეეეჰ ვერ მიხვდა

18:33 | 03.07.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

და ძველი ანკეტა დაკარგეს ?

22:12 | 03.07.2019
maestro10 (13745)

"პად სოროკა" და შესაბამისად " დაროჟკაზე" მოუწევს სირბილი... აპასნია გულზე არ ხიოს

0.129018
627