ფეხბურთი

17:25 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები წინ მიიწევს

სოციალურ ქსელში ბათუმის მშენებარე სტადიონის ახალი ფოტოები ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
პირველადი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ყველაფერი დაგეგმილზე სწრაფად წარიმართა და ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ის, შესაძლოა, წლეულსვე გაიხსნას.

0.184276