ფეხბურთი

15:55 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონს 2 თვეა გოლი არ გაუშვია

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ისე გავიდა, რომ გოლი არ გაუშვია. ბრაზილიელთა მშრალი სერია მიმდინარე ტურნირზე უკვე 5 მატჩია გრძელდება და ალისონის კარი ხელუხლებელია.

თუმცა, უშუალოდ ბრაზილიელი მეკარის შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. თუ „ლივერპულში“ ნაჩვენებ შედეგსაც დავამატებთ, გამოვა, რომ უკვე 2 თვეა ალისონისთვის გოლის გატანას ვერავინ ახერხებს.

ბოლოს ალისონს გოლი 4 მაისს, „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა სოლომონ რონდონმა გაუტანა. იქედან მოყოლებული სამხრეთ ამერიკელი მიჯრით 9 თამაშია გადაულახავი ბარიერია (6 მატჩი ნაკრებში, 3 „ლივერპულში).

მთლიანობაში 26 წლის კარის დარაჯის ჩინებული სერია ამ დროისთვის 846 წუთს უტოლდება.

0.134156