3-14 ივლისს იტალიის ქალაქი ნეაპოლი 30-ე საზაფხულო უნივერსიადას უმასპინძლებს, სადაც ძიუდოც იქნება წარმოდგენილი.
უშუალოდ ძიუდოისტთა შეჯიბრი 4-7 ივლისს ჩატარდება და ის ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მომავალ ტურნირზე 4 სპორტსმენით გავა, წარმომადგენელი კი მხოლოდ 73 კგ-ში არ გვეყოლება.
66 კგ. გიორგი თუთაშვილი
81 კგ. ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. ლაშა ბექაური
+90 კგ. ამირან წიქორიძე