ფეხბურთი

11:23 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე პსჟ-ში რჩება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პარიზული კლუბის დატოვებას არ აპირებს. ჭაბუკმა ვარსკვლავმა თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ მომავალ სეზონს პსჟ-ში გაატარებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მზად იყო მბაპე 230-250 მილიონ ევროდ გაეყიდა, თითქოს მადრიდის „რეალსაც“ შეუთანხმდა. მაგრამ კილიანი დარჩა.

მბაპე „მონაკოდან“ პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა იჯარით. ერთი წლის შემდეგ პარიზელებმა გამოისყიდეს მისი კონტრაქტი და 135 მილიონი ევროც გადაიხადეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117456