თამაშგარე

10:20 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ფეხბურთი პოპულარობას იხვეჭს

როგორც ევროპელი სტატისტიკოსები იუწყებიან, ამჟამად მიმდინარე ქალთა შორის მსოფლიოს საფეხბურთიო მუნდიალმა ბევრი ახალი ტენდენცია წარმოაჩინა. უპირველესი მიგნება კი ის გახლავთ, რომ ქალთა ბურთაობა მსოფლიოში სულ უფრო მეტა ადამიანს იზიდავს და ეს ტენდენცია შეუქცევად ხასიათს იძენს.

ქალების ფეხბურთი (მათ შორის ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატიც კი) დაახლოებით ოცი წლის წინ ერთგვარ ეგზოტიკურ სანახაობად ითვლებოდა და გულშემატკივარიც მეტად სპეციფიური ყავდა. ახლა კი, სტატისტიკოსების მონაცემებით, ფეხბურთის მოყვარული მამაკაცების დაახლოებით 40%-მა არამხოლოდ იციან ქალთა მუნდიალის შესახებ, არამედ საფეხბურთო მატჩებსაც ხშირად უცქერენ.

აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ქალთა ფეხბურთს ბოლო წლებში ქალი ქომაგები განსაკუთრებულად მოუმრავლდა. მოსახლეობაზე პროცენტული გათვლებით ქალთა ფეხბურთს ყველაზე მეტი ქალბატონი შვედეთში, ნორვეგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში და დიდ ბრიტანეთში უყურებს.

0.160788