საფრანგეთის ნაკრები წევრი ტანგი ნდომბელე კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგმა „მამლებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლონდონში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. გარიგების ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, „ლიონმა“ 60 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 10 მილიონიც დაემატება.
ამ შედეგით კი ნდომბელე „ტოტენჰემის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა და დევინსონ სანჩესის მიღწევა გააუმჯობესა.
ნდომბელე „ლიონში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 98 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებში კი 22 წლის ფეხბურთელს 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.