ჩოგბურთი

23:00 | 2.07.2019 | ნანახია 394 - ჯერ

რაფას იოლი გამარჯვება

რაფაელ ნადალმა უიმბლდონის პირველ წრეში იუიტი სუგიტა მარტივად 6:3, 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

პირველივე გეიმში იაპონელმა ბრეიკი შეასრულა ეს იყო და ეს რაც აზიელმა მოახერხა.

რაფაელ ნადალმა 11 ეისი ჩააწოდა, რაც იშვიათი შემთხვევაა. რაფამ 15-დან 6 ბრეიკი შეასრულა.

მომდევნო ეტაპზე ნადალის მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი იქნება. ურთიერთშეხვედრებში კირგიოსი 4:3-ს იგებს. შეხვედრა 4 ივლისს არის ჩანიშნული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.124428