ფეხბურთი

20:59 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მეგონა მომდევნო სეზონსაც აქ გავატარებდი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა"

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობით კლუბსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

კვარაცხელიას განცხადებით, მას დარჩენა უნდოდა, მაგრამ ასე მოხდა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, სტაფს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, ქომაგებს. ეს იყო საუკეთესო 6 თვე ჩემთვის. მე გავიზარდე, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. თითოეული ფეხბურთელისგან ბევრი რამ ვისწავლე. მინდა მადლობა ვუთხრა იური სიომინს, რომ მომცა შესაძლებლობა ამ ისტორიულ გუნდში მეთამაშა. მადლობა მის ასისტენტებსაც. ისინი მაძლევდნენ შენიშვნებს და მე ამას ვითვაისწინებდი, ამიტომაც მადლობა მათ. ჩემი წასვლა არ იყო დაგეგმილი, ვიცოდი, რომ გუნდში უნდა დავრჩენილიყავი და მომდევნო სეზონშიც აქ მეთამაშა. ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. და ეს მხოლოდ ჩემი აგენტის ბრალი არაა. ბოლოს მინდა მადლობა თანაგუნდელებს ვუთხრა ყველაფრისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას ვიცნ დამწუხრდა ჩემი წასვლით ან გაუხარდა“, - დაწერა კვარაცხელიამ ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივში“ იანვრიდან მოყოლებული თამაშობდა და 10 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. რუსული მედიის ცნობით, 18 წლის ქართველი შემტევი კარიერას ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123804