ფეხბურთი

19:00 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ სარაბია გაიფორმა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ პაბლო სარაბია გაიფორმა. როგორც პარიზული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ გაჟღერებულა, მაგრამ სავარაუდოდ 20 მილიონი ევრო შეადგინა და „სევილიას“ საბანკო ანგარიშიც ხსენებული თანხით შეივსო.

გასულ სეზონში სარაბიამ „სევილიას“ ღირსებას 40 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა.

გარდა ამისა, მიმდინაკრე კვირაში პარიზელები ანდერ ერერას ტრანსფერს გააოფიციალურებენ, რომელიც საფრანგეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

0.125305