სხვა

15:45 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა განრიგი საზაფხულო უნივერსიადაზე

ხვალ, იტალიის ქალაქ ნეაპოლში საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის რიგით 30-ე უნივერსიადა, რომლის პროგრამაშიც სპორტის 18 სახეობასთან ერთად სრულად არის წარმოდგენილი ფარიკაობა.

დღეს იტალიაში ქართველი მოფარიკავეები გაემგზავრნენ. გთავაზობთ მათ გამოსვლის განრიგს:
4 ივლისი, ხუთშაბათი. ხმალი - კაცები 15:00 (ჯგუფური ეტაი): მიხეილ მარდალეიშვილი
6 ივლისი, შაბათი. რაპირა - კაცები 11:00 (ჯგუფური ეტაპი): ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი
6 ივლისი, შაბათი. ხმალი - ქალები 15:30 (ჯგუფური ეტაპი): ლიკა ჯიჯეიშვილი, თეონა გოგლიძე

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.112847