კალათბურთი

13:40 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” ბრუნდება?
NBCSports: “ზაზას” “უორიორსის” სისტემასთან მორგება არ გაუჭირდება”

ვეტერანი ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, შესაძლოა, “გოლდენ სტეიტ უორიორსში” დაბრუნდეს. ამ ვარაუდს ამერიკული ავრცელებს, რომელმაც NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისთვის საინტერესო თავისუფალი აგენტები ჩამოთვალა და მათ შორის ფაჩულიაც დაასახელა.

ზაზას გარდა, სიაში ტაისონ ჩენდლერი, პატრიკ მაქქოუ, გრეგ მონრო, უილსონ ჩენდლერი, ბერძენი კოსტას კუფოსი და ბრაზილიელი ნენეც მოხვდნენ. აი, რას წერს NBCSports ფაჩულიას შესახებ:

“შესაძლოა, “უორიორსის” ქომაგთა ნაწილი ფაჩულიას გუნდში დაბრუნებას არცთუ კეთილგანწყობით შეხვდეს, თუმცა, ფაქტია, რომ მას გასახდელში პატივისცემის დასაბრუნებლად დიდი დრო არ დასჭირდება.

ზაზამ “გოლდენ სტეიტის” ორჯერ გაჩემპიონებაში თავისი წვლილი შეიტანა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ იმ ორ სეზონში სასტარტო ხუთეულში 127-ჯერ გამოჩნდა.

35 წლის ფაჩულიას მისი პოზიციის სხვა თავისუფალ აგენტებთან შედარებით ერთი დიდი პლიუსიც აქვს: მას “უორიორსის” სისტემასთან მორგება არ გაუჭირდება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110078