ჩოგბურთი

14:05 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანულ შტუტგარტ-ვაიჰინგენში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

კვალიფიკაციაში მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავამ “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ ანტონია შმიდტს 6:3, 6:4 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-16 რეიტინგის მქონე ჩეხ გაბრიელა ჰორაჩკოვას მოუგო – 6:3, 6:1.
თუ ვინ იქნება სოფოს მეტოქე ძირითადი ბადის საწყის შეხვედრაში, მოგვიანებით, საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

0.115939