ფეხბურთი

11:10 | 2.07.2019 | ნანახია 802 - ჯერ

ტიტე: „არგენტინა მხოლოდ ინდივიდუალისტების კრებული არ არის“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე, ჟურნალისტებს კოპა ამერიკის ნახევარფინალში, არგენტინის ეროვნულ გუნდთან მომავლი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„არგენტინის ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალისტების კრებული არ არის. ისინი გუნდურადაც ძალიან გაიზარდნენ. სკალონი კარგად მუშაობს.

მესის შეჩერება შეუძლებელია. ერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მისი გავლენა ცოტა მაინც შევამციროთ მინდორზე.“- ციტირებს ტიტეს სიტყვებს Goal.

ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა ნახევარფინალური შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება ბელუ ორიზონტეში და თბილისის დროით, დილის ხუთის ნახევარზე დაიწყება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 02.07.2019
dubligi (1491)

არა ხო 5-ს ნახევარზეა..მე ვერ გავქაჩავ თქვენი არ ვიცი, უნდა გაათენო ესეიგი

19:42 | 02.07.2019
dubligi (1491)

4-ს ნახევარზეა...

17:11 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ბოლოში 2 წუთში ატრიალებდა თამაშს ფრანგებთან თან გრიზმანი-მბაპე ყავდა უკვე გაყვანილი დეშამს და დამატებითში მეტი შანსი ექნებოდა არგენტინას ფსიქოლოგიური მომენტის გამოც და გრიზმანი-მბაპეს გაყვანის გამოც.ფრანგები რომ გაეგდო არგენტინას დიდი შანსი იყო მოეგო მსოფლიო მიუხედავად იმისა რომ 3 გუნდი მოსაგები ეყოლებოდა კიდევ.ურუგვაის კავანი დაემტვრა პორტუგალიასთან პლუს ყვითლების გამო ტოვებდა რამდენიმე მოთამაშე,ფინალი 8 თამაშ ნათამაშები ხორვატია იყო ყველა თამაშში რომ 120 წუთი ითამაშა,თან 1 დღით მეტი ექნებოდა დასასვენებლად არგენტინას.ერთადერთი ბელგია თუ გააჩერებდა ნახევარფინალში სხვა კონკურენტი აღარ იყო რომ გაეგდოთ ფრანგები

17:18 | 02.07.2019
მესიიიიი (1971)

ბოლოს დიმარია ჩაეკვეხა ჩაწოდებულს,თორე გაიტანდნენ და 4-4 ხდებოდა. სამპაოლის გენიალური ტაქტიკოს შედეგია ეგ მარცხი,დოღის ცხენი მბაპე რომ არბენინა.

17:23 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

არცერთ სხვა თამაშში მბაპეს მაგდენი სივრცე არ ქონია და ისარგებლა კიდეც კარგად

17:07 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ურუგვაი ჩილეს არ აგდებენ კიდევ ბევრი არაფრად და ეგ ურაგვაი-ჩილე იყო რომ ათრია ორივემ ევროპის ჩემპიონი უშანსოდ.ფრანგებთანაც შეეძლოთ მოგება ფატალური უიღბლობა იყო.10 წუთში 3 გოლის გაშვება ისედაც მოვლენაა და მითუმეტეს რა გოლები გაუშვა ხო?პავარმა ისეთი გაიტანა ცხოვრებაში რომ ვეღარ გაიტანს ვერასდროს.მაინდამაინც არგენტინასთან გაუვარდა.იღბალიც არ აქვს არგენტინას თვითონ ნაკრებში მუდმივ არეულობასაც რომ შევეშვათ

16:50 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ისე პარაგვაის რომ გაეგდო ბრაზილია პენალტებში გაცილებით წყნარად ვიქნებოდი ახლა)))იქეთ პერუ თუ გავიდოდა ფინალში მერე მთლად უკეთესი იქნებოდა)))იყო მაგის საკმაოდ კარგი შანსები მაგრამ როგორც ჩანს ცოტა ნერვიულობა მოგვწევს ალბისელესტეს ქომაგებს და ჯერ ბრაზილიას უნდა მივხედოთ მერე იმ ჩათლახ ჩილეს რომელიც ფაქტიურად 1-0-ით იწყებს ყველა თამაშს პენალტების სერიის გამო)))ყველა პენალტს იტანენ თან უშანსოდ მერამდენე წელია უკვე.პორტუგალიას 3-0 მოუგეს 3 დარტყმაში 2017 კონფედერაციის თასზე))მანამდე ორჯერ არგენტინას ფინალი და ახლაც კიდევ რა პენალტები დაარტყეს კოლუმბიასთან.მაგ გუნდს უნდა მოუგო ძირითადში თორემ პენალტებში 10 პროცენტიც არ გაქვს შანსი მოგების))

16:42 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

რაც არ უნდა ვიძახოთ რომ არგენტინა უთავბოლო ნაკრებია და მართლა ეგრეა ფაქტი არის ის რომ უშანსოდ არგენტინას არსად არ წაუგია მესის ეპოქაში 2010 წლის შემდეგ.დაჟე ფრანგების გაგდებაც კი შეეძლოთ შარშან ცოტა იღბალი რომ ქონოდათ.ანუ იმის თქმა მინდა რომ მაინც ახერხებს გუნდი ბრძოლის გამართვა და ბრაზილიელების დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს ბრაზილია შარშანდელი საფრანგეთი არაა.რა თქმა უნდა ფავორიტი ბრაზილიაა მაგრამ მთლად უიმედოდ ნაღდად არ ვარ ამ ნახევარფინალზე)))

16:54 | 02.07.2019
mjgiri (8951)

არც ერთი თამაში არ მოუგიათ ტოპ ნაკრებთან ამ პერიოდის მანძილზე.ყველგან იგებდნენ გუნდებთან,ვინც უფრო დაბალი დონის იყვნენ...ერთადერთი გამონაკლისი ჰოლანდიაა,რომლებსაც პენალტებში მოუგეს...

17:00 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

მასე ახლა იდეაში არგენტინაზე ძლიერი ნაკრები 3-4 თუ არის მსოფლიოში რეალურად კი ბევრად მეტია ამიტომ საკმაოდ ძლიერ გუნდებს მოუგეს 2014-დან მოყოლებული რომ ვთქვათ.შვეიცარიას უგებენ მარტივად სხვები?ბელგიას ცუდი გუნდი ყავდა?ჰოლანდიამ ესპანეთს 5-1 გადაურბინა იმ მსოფლიოზე და ფავორიტი იყო არგენტინასთან მითუმეტეს დიმარიას გარეშე მოთამაშე არგენტინასთან.გერმანიასთანაც მოსაგები თამაში იყო მაშინ როცა გემრანია მართლა უდავო ფავორიტი იყო და პირადად მე ფინალის ყურება არ მინდოდა.მეგონა თუ გაანადგურებდა.ბოლოს ისე გამოვიდა რომ უფრო გულდასაწყვეტი მარცხი იყო.ჯობდა გაენადგურებინა ეგეთ წაგებას სადაც მართლა უნდა მოეგო არგენტინას

17:12 | 02.07.2019
mjgiri (8951)

არც შვეიცარია არ იყო დიდი ძლიერი გუნდი 2014 წელს და არც ბელიგია..ბელგიისთვის ის მუნდიალი პირველი დიდი ტურნირი იყო 2002 წლის შემდეგ.ამის მერე კიდევ 2016 წელს შეირცხვინეს თავი უელსთან,გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენელობით...რეალურად არგენტნის ნაკრები თავისზე უფრო ძლიერ ან თავისი დონის გუნდებთან როგორც წესი აგებს გადამწყვეტ თამაშებს.

16:08 | 02.07.2019
Javshana (3011)

ბოლო ბოლო ჩემო ტიტე არგენტინას ვასმევთ ბრაზილიურ ყავას არაა :დ

16:36 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

პარაგვაის დაალევინეთ ჯერ და მერე ისაუბრეთ)))არგენტინა ერთადერთი გუნდი იყო ამ კოპაზე რომელსაც პენალტები არ დაჭირვებია ნახევარფინალში შესასვლელად და ეგეც რაღაცას უნდა ნიშნავდეს წესით))

18:08 | 02.07.2019
Javshana (3011)

პარაგვაის რო დაალევინეს იმიტომაც არიან ნახევარფინალში :დ პენლების გარეშე გასვლა მის ძლიერ მხარეს მეტნაკლებად გამოხატავს მითუმეტეს რომ ეს არგენტინა ბრაზილიაზე ძლიერი არანაირად არაა : )) და იმასაც თუ გავითვალისწინებთ მესი ნაკრებში როგორც თამაშობს 100ჯერ ამცირებს მის ფავორიტობას :დ

13:52 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

მარადიულად ბრაზილიის ბარსელონას და დროებით არგენტინის ფანი მესის გამო ანია აქ მარტო)))

20:53 | 02.07.2019
მესიიიიი (1971)

მოჩვენება არ ვარ:დდდდ

15:06 | 02.07.2019
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მარადიულად ბრაზილიის??? :დ ნაკრებებში მარადიულად არავის ფანი ვარ და არც ვიქნები

16:32 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ხო ეგ ვეღარ გავითვალისწინე მაგრამ გაუჩო კოუტინიო ნეიმარი ყველა ბრაზილიელი გევასება და დამაბნია მაგან))თან მესის მესიტოდ მოხსენიება ასეთი სიხშირით შენ იცი მარტო))

11:38 | 02.07.2019
მესიიიიი (1971)

სადც ამდენი გადავიტანეთ, კიდევ ერთ ფიასკოს როგორმე გა(ვ)უძლებთ.თასი მესიტოსია.

13:50 | 02.07.2019
ბაბუ პერესი (16691)

ანი შენ ხარ?)))

15:05 | 02.07.2019
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

არა მარა ხან ისე წერს რო მე მგონია ვარ

0.117695