ფეხბურთი

10:43 | 2.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ფედუნი: „მელქაძე დაბალ ანაზღაურებას დათანხმდა რუბლებში“

მოსკოვის „სპარტაკის“ მფლობელმა, ლეონიდ ფედუნმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ გაუგია რატომ აკრიტიკებენ გულშემატკივრები გიორგი მელქაძეს.

„ვერ გამიგია, როგორ შეიძლება საკუთარი ფეხბურთელების განადგურება. მელქაძე ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც დაბალ ხელფასზე დაგვთანხმდა, თანაც რუბლებში. დანარჩენები გარანტირებულ ანაზღაურებას იღებენ ევროებში. მელქაძე კი რუბლებში. მელქაძე და ეშჩენკო. მომავალში სხვა ფეხბურთელებსაც რუბლებში გადავუხდით. შემოსავალი ხომ რუბლებში გვაქვს, ხარჯებს კი ევროებში ვფარავთ.“ - უთხრა ფედუნმა sport-express.ru-ს.

22 წლის გიორგი მელქაძე მოსკოვში გაზრდილი ქართული წარმოშობის ფეხბურთელია, რომელიც „სპარტაკში“ 2014 წლიდან თამაშობს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:28 | 26.08.2016
nyc (93)

დასასვენებლადაა ჩასული და სელფებს იღებს სტადიონზე მუშაობაში ჩამეთვლებაო...

19:19 | 26.08.2016
ika-man08 (81)

სვანეთშიც ასულიყავით ამ დაბლობში ხო ააყვავეთ ფეხბურთიიიიი

0.075337