ფეხბურთი

9:46 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონმა სათამაშო ნომერი შეიცვალა

„ლივერპულის“ მეკარე ალისონმა სათამაშო ნომერი შეიცვალა და 2019-20 წლების სეზონში 1 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე ლორის კარიუსს ეკუთვნოდა - გვამცნობს მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრდის „რეალის“ წინააღმდეგ, კარიუსმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ის თურქულ „ბეშიქთაშში“ გაანათხოვრეს.

ალისონი კი „ლივერპულში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მერსისაიდულ კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. მანამდე ის „ინტერნასიონალსა“ და „რომაში“ თამაშობდა.

ამჟამად ალისონი ბრაზილიაში იმყოფება, სადაც კოპა ამერიკის გათამაშებაში მონაწილეობს. ბრაზილიის ნაკრები ტურნირის ნახევარფინალშია და 3 ივლისს არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

0.102948