ფეხბურთი

1:02 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კოვაჩიჩი გამოისყიდა

ლონდონის „ჩელსიმ“ მატეო კოვაჩიჩი მადრიდის „რეალისგან“ გამოისყიდა. „არისტოკრატების“ ვებგვერდის ცნობით, ხორვატმა ფეხბურთელმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კოვაჩიჩმა გასული სეზონიც „ჩელსიში“ გაატარა, ოღონდ იჯარის წესით და მოედანზე 51-ჯერ გავიდა.

„გასული სეზონი ძალიან მომეწონა, ლონდონში და პრემიერლიგაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. წარმატებული წელი გვქონდა, ევროპა ლიგა მოვიგეთ და ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონი უკეთესი იქნება“, - თქვა კოვაჩიჩმა.

24 წლის კოვაჩიჩი „რეალის“ რიგებში 2015-2018 წლებში თამაშობდა და 109 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ხორვატი „ინტერისა“ და ზაგრების „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

Loading...
სტატისტიკა
0.23254