ფეხბურთი

23:40 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" რაბიო დაიმატა

ადრიენ რაბიო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელია. აღნიშნული ცნობა იტალიური გუნდის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა. რაბიომ "იუვესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 7 მილიონ ევროს ხელფასის სახით მიიღებს.

24 წლის ფრანგი ნახევარმცველი იტალიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა.

რაბიო პსჟ-ში 2012 წლიდან თამაშობდა და 240 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდში მცირე ხნით იჯარით "ტულუზაშიც" ირჯებოდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.129216