ფეხბურთი

21:36 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ავსტრიელი ფეხბურთელი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ ბერლინის „ჰერტას“ ნახევარმცველი ვალენტინო ლაზარო გაიფორმა. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, ავსტრიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანულმა გუნდმა 23 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო.

ლაზარო „ზალცბურგის“ აღზრდილია და 2017 წლამდე ამ გუნდში თამაშობდა. ბერლინის „ჰერტას“ მაისურით კი გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე "ინტერმა" დიეგო გოდინის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112923