ფეხბურთი

22:00 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულის შეტევიდან 2 თვის შემდეგ კასილიასმა ვარჯიში დაიწყო

„პორტუს“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანელმა გულის შეტევა გადაიტანა.

ზუსტად 2 თვის წინ, 1-ელ მაისს იკერმა გულის ოპერაცია გაიკეთა და ბევრი ვარაუდობდა, რომ მისი კარიერა დასრულებული იყო. თუმცა, კასილიასი აგრძელებს ფეხბურთის თამაშს და დღევს პირველად ივარჯიშა.

ამის შესახებ „პორტუს“ კარის დარაჯმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვუბრუნდებით სამსახურს. პირველი დღე“, - წერს იკერი ტვიტერში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119442