ფეხბურთი

17:50 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" სამი ფეხბურთელი გაიფორმა

მიუნხენის „ბაიერნმა“ სამი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთდროულად დაადასტურა. „რეკორდმაისტერის“ ღირსებას ლუკას ერნანდესი, ბენჟამენ პავარი და ჟან-ფიეტ არპი დაიცავენ.

პავარი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ერნანდესი - 21, ხოლო არპი 15 ნომერს მოირგებს.

ხსენებული სამი ტრანსფერი „ბაიერნს“ ჯამში 118 მილიონი ევრო დაუჯდა. პავარის სანაცვლოდ „შტუტტგარტმა“ 35 მილიონი ევრო მიიღო, „ატლეტიკოს“ ერნანდესში 80 მილიონი, ხოლო აპრის სანაცვლოდ „ჰამბურგმა“ 3 მილიონი გადაუხადეს.

0.111169