ფეხბურთი

16:59 | 1.07.2019 | ნანახია NaN - ჯერ

"ორი დღის წინ ყველაფერი შეიცვალა" - კვარაცხელია "ლოკომოტივს" ტოვებს, მაგრამ რუსეთში რჩება

ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბოლო 6 თვე იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა, კარიერას კვლავ რუსეთში გააგრძელებს. თუმცა, ვითარება შეიცვალა და არა „რკინიგზელებში“, არამედ - „რუბინში“.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. რუსული მედიის ცნობით, იური სიომინს კვარაცხელიას შენარჩუნება ძალიან სურდა, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. ამასობაში კი, საქმეში „რუბინი“ ჩაერთო, რომელმაც როგორც მოცემული ვითარებიდან ჩანს, უკეთესი პირობები წარმოადგინა და ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

„ლოკომოტივთან“ მოლაპარაკებები ჩიხში რომ შევიდა, ადასტურებს ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელიაც: „ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღის წინ აგენტმა მომწერა, რომ „ლოკომოტივთან“ შეთანხმება შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ მე არავინ დამკავშირვებია“, - უთხრა ბადრიმ Sport-express-ს.

სიტუაცია რადიკალურად რომ შეიცვალა, ამას „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძეც არ უარყოფს:

„ხვიჩას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. გვინდა გამოვისყიდოთ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით აგენტთან და გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ ორი დღის წინ რაღაც შეიცვალა. აქედან გამომდინარე არ შემიძლია დავადასტურო მისი გამოსყიდვა ან გუნდიდან წასვლა. მაქსიმუმ ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა“, - უთხრა კიკნაძემ Sport24.ru-ს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუსთავის“ საკუთრებაა, ხოლო „ლოკომოტივში“ 10 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება „რუბინს“, ყაზანელებმა ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი, 18 წლის ზურიკო დავითაშვილი გაიფორმეს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:33 | 30.10.2021
mst (1810)

გამოჩნდა ეს ყ....ე იანტბელიძე არჩევნებზე ეს თედეევის და რუსების ბ...ი,ჩვენი ბიწების წარმატება გააშუქეო,რომელი წარმატება შე კ...ხო,

11:21 | 11.10.2021
arsena8 (731)

მიულოცეთ გეგეშიძეს ოქროს მედალი, ისტორიაში ჩაინერა მაგის სახელი. ფე

10:10 | 11.10.2021
lagashi (6738)

ისე საინტერესოა მაშინ გეგეშიძე სასჯელად რა განუსაზღვრეს

11:25 | 11.10.2021
KD (575)

5000 ლარი მხოლოდ

12:36 | 11.10.2021
lagashi (6738)

ეს მგონი აღკვეთის ღონისძიების სახედ იქნა გამოყენებული და საბოლოო სასჯელი? ალბათ ჯარიმა გამოუცხადეს და გირაოს ფული გადაიტანეს ჯარიმაში

13:24 | 11.10.2021
KD (575)

5000 ლარად გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სავარაუდოდ ჯარიმაში გადაიტანეს მერე, ზუსტად არ ვიცი

22:03 | 10.10.2021
fidofido (3392)

ბოლო 10 წელი ერთადერთი რაშიც შედეგი გვაქვს არი ძიუდო სხვ ყველა სახეობაში არი რეგრესი თან ძაან დიდი. ძიუდოში ალბათ იმიტომ რომ ქევხიშვილს ქონდა გეგმა 4 წლიანი და ამ გეგმას მიყვნენ სხვა სახეობებში ვერ ვიხსენებ რომ ფედერაციის პრეზიდენტი გეგმით რითაც მოვიდა იმას რომ გაყოლოდა. ერთი ფაქტია ნებისმიერი წარმატება მოდის ბავშვებთან სწორი მუშაობის შედეგედა. ძიუდოში ახალგაზრდულში 7 წონიდან 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო

21:53 | 10.10.2021
fidofido (3392)

ზურამ შიგ გეგეშიძეში ატაკა ჯერ ევროპის ჩემპიონობა, ოლიმპიადის ბრინჯაო და ეხლა შიგ ოჯახში კაბიანებს მსოფლიოს ოქრო

21:54 | 10.10.2021
zirzikichi (2952)

ვახ ეს რა იყო!!!! ბურთივით არ გაისროლა ის ბელარუსი, ძალიან ჭკვიანი მოჭიდავეა.

21:59 | 10.10.2021
fidofido (3392)

აბა რა გდება და ავდამდე მოგება 2 წუთიც არ დასჭირდა. ხოდა ყველა იმათ დედებს ვთხარე ვინც ეს ბიჭი გააქცია დ აკიდე იმათი ვინც გეგეშიძეს და მაგ ნაბ...ებს ამართლებს

22:10 | 10.10.2021
zirzikichi (2952)

რაც ამ ბიჭმა გადაიტანა, კარიერის დამთავრებას აპირებდა და ამის მერე ევროპა, მსოფლიო მოიგო, ოლიმპიადაზე ბრინჯაო!!! საღოლ რა

22:13 | 10.10.2021
fidofido (3392)

კაცი ნაკრების კაპიტანი იყო ხალხის თვალწინ თავი გაუხეთქეს და სამართალი ვერ პოვა რაც არუნდა პროვაკატორი ყოფილიყო ეს იყო სისხლის დანაშაული და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენს დაიჭერდნენ და აქ რომელ დაჭერაზეა თანამდებობაც შეუნარჩუნეს. გენომ და ლადომ გეგეშიძეს ულოკეს ერთი ადგილი ამიტომაც დამთავრდა მათი სპორტული კარიერა ერთი მერი გახდა მეორე ამერიკელის და ირანელის ბულკი. მას მერე ვეღარ ვიტან ვერც გენოს დ ავერც ლადოს არაკაცური საქციელის გამო

0.079275