ჭადრაკი

14:10 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით მეორე კორპორატიული პირველობა.

ჩემპიონატში სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების (კორპორაციების) 18 გუნდი მონაწილეობდა. გუნდი 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისგან შედეგბოდა, ამასთანავე აუცილებელი პირობა გახლდათ შემადგენლობაში კომპანიის 2 თანამშრომელის მონაწილეობა.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად გაიმართა და ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაძაბულ ბრძოლაში პირველობა გაინაწილეს: შპს მარეულის "მარეულმა" (დავით მაღალაშვილი, გიორგი სიბაშვილი, თამაზ მგელაძე, ალექსანდრე ებრალიძე) და შპს ეფ1-მა (დავით ჯოჯუა, ირაკლი ახვლედიანი, მალხაზ სულაშვილი, ლევან ფროდიაშვილი) – 15 ქულით. მესამე ადგილზე 13 ქულით შპს "ნექსია თიემი" "ნექსია" (ნინო ბაციაშვილი, ბაჩანა მორჩიაშვილი, ნიკოლოზ ჩხაიძე, თემურ ოთხოზორია) გავიდა.

მხოლოდ თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი სს "თელასის" "კოპალამ" (მიხეილ ჯამაგიძე, გივი შაველაშვილი, ალბერტ ინწკირველი, დავით ბუნტური) აჩვენა.

საკუთარ დაფებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს:

I დაფა - გია გიორგაძე (ლეგალ დეტი) – 7 ქულა (9 პარტიიდან)

II დაფა - ზაზა ხოფერია (სოფტლაინი) – 7,5 (9)

III დაფა - მალხაზ სულაშვილი (F1) - 8 (9)

IV დაფა - ნიკოლაი ბუაჩიძე (ჯეო-ჰოსპიტალსი) – 9 (9)

V დაფა - მიხეილ კეკელიძე (სოფტლაინი) – 4 (5)

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.115621