კალათბურთი

13:40 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რასელი "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია

"ბრუკლინის" უკანახაზელი დეანჯელო რასელი "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაშიც რასელი 117 მილიონ დოლარს მიიღებს.

რასელის შეძენა ასევე "ლეიკერსს" სურდა, მაგრმა როგორც ჩანს "ოქროს შტატელებმა" უფრო კარგად იმუშავეს.

განვლილ სეზონში რასელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.1 ქულას, 7 პასს, 3.9 მოხსნას და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.

0.119911