ტურინის „იუვენტუსმა“ და „რომამ“ ფეხბურთელები გაცვალეს. 20 წლის ლუკა პელეგრინი „იუვენტუსში“ გადავიდა, ხოლო 26 წლის ლეონარდო სპინაცოლა - „რომაში“.
აღნიშნული ინფორმაცია ორივე გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. გარდა ამისა, „იუვემ“ დედაქალაქური გუნდისგან 10 მილიონი ევროს კომპენსაციაც მიიღო.
პელეგრინიმ გასულ სეზონში 16 თამაში ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო სპინაცოლამ ტურინელთა ღირსება 12 შეხვედრაში დაიცვა.