ფეხბურთი

0:55 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ მზადაა „რეალს“ ისკოში 60 მილიონი ევრო გადაუხადოს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „იუვენტუსში“ აღმოჩნდეს - წერს EL Mundo Deportivo. ტურინელები მზად არიან 27 წლის ესპანელში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ესპანურ მედიაში არა-ერთხელ დაუწერიათ, რომ ისკო არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით „სამეფო კლუბში.“ ის ხშირად გამოჰყავდათ შეცვლაზე და საერთო ენა ვერ გამონახა ვერც სანტიაგო სოლარისთან, ვერც ხულენ ლოპეტეგისთან და ვერც ზინედინ ზიდანთან.

გასულ სეზონში ისკომ „რეალის“ მაისურით 37 (არასრულ) მატჩში ითამაშა, 6 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112409