ფეხბურთი

23:48 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, მაგრამ პრემიერლიგაში წარმატება პრიორიტეტულია“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს აუხსნა, რატომაა მისთვის პრემიერლიგაში წარმატება უფრო ღირებული, ვიდრე ჩემპიოთა ლიგაში გამარჯვება.

„სეზონის ბოლოს ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე. მაგრამ როცა ტიტულს მოიგებ, ყველაფერი უფრო ადვილი გადასატანია. გამარჯვებები დიდ ენერგიას გაძლევს. ამიტომ, ჩემპიონატი კონკურენციის გარეშეა. ამიტომ, როცა ამბობენ: „მან ხომ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა,“ ვპასუხობ, რომ მინდოდა ლიგაში გამარჯვება, მაგრამ პრემიერლიგა ეს არის ის, რაც ფეხბურთლებს აიძულებს გამოგყვნენ. იმიტომ, რომ გაქვს შანსი ყოველ მესამე დღეს გაიმარჯვო. მაგრამ თუ აგებ, ისინი აღარ გენდობიან. ჩემპიონატი განსაზღვრავს ყველაფერს. ამიტომ პრემიერლიგა ჩემთვის პრიორიტეტულია.

ინგლისის ჩემპიონობა ძალიან ძნელია. ამის დასტური ის არის, რომ „სიტიმ“ ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად შეძლო ტიტულის დაცვა. „ბარსელონა“ კი ამას ყოველთვის აკეთებს.

„ლივერპულს“ 30 წელიწადია ტიტული არ მოუგია, მაგრამ ყველამ ნახეთ, რა შეუძლია ამ გუნდს.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Diari Ara.

0.119452