ფეხბურთი

19:32 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაბიო "იუვენტუსში" ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ადრიენ რაბიო გაიფორმა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ფრანგი დღეს ტურინში ჩავა, ხოლო ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგი „იუვეს“ ბედს 5 წლით დაუკავშირებს და სეზონში გასამრჯელოს სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

რაბიო „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან პსჟ-სთან კონტრაქტს ვადა დღეს, 30 ივნისს გასდის.

შეგახსენებთ, ადრიენ რაბიო „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 227 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10196