ფეხბურთი

21:57 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: "ვისთანაც მიმუშავია, საუკეთესო ვან გაალი იყო"

ამერიკული DC იუნაიტედის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. ინგლისელის არჩევანმა ბევრი გააკვირვა, რადგან ფიქრობდნენ, რომ უეინი ალექს ფერგიუსონს დაასახელებდა, მაგრამ მისი ფავორიტი ლუის ვან გაალი ყოფილა.

„ვან გაალი ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი იყო, 100%-ით დარწმუნებული ვარ. მისი ტაქტიკური შესაძლებლობები, მეთოდები მატჩებისთვის მოსამზადებლად, ყურადღება პატარა დეტალებზე - ეს ყველაფერი ფანტასტიკურია. აღფრთოვანებული ვიყავი, მანამდე ასეთი რამ არ მინახავს.

ვწუხვარ, რომ „მანჩესტერში“ მისი მუშაობა მალევე დასრულდა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე და აუცილებლად გამოვიყებენ ამ გაკვეთილებს, როდესაც მწვრთნელი გავხდები“, - თქვა რუნიმ.

შეგახსენებთ, უეინ რუნი და ლუის ვან გაალი „მანჩესტერში“ 2014-2016 წლებში მუშაობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105032