გორის „დილას“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ესპანურ „გრანადაში“ გადავიდა. 19 წლის მეკარე საკუთარი ფეისბუქგვერდის მეშვეობით „დილას“ დაემშვიდობა.
,,გორის „დილასთან“ კონტრაქტი ამომეწურა, კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გავაგრძელებ, მადლობა მინდა გადავუხადო „დილას“ რომ მენდობოდნენ და შანსი მომცეს თავის წარმოჩენის, მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და კლუბის გულშემატკივრებს!! ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ”, - დაწერა გუგეშაშვილმა.
გუგშეშვილი „დილაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველი მეკარე პოლონური „იაგელონიას“ საკუთრებაშია და ესპანურ გუნდში იჯარით ითამაშებს.
რაც შეეხება „გრანადას“, გასული სეზონი ლა ლიგა 2-ში გაატარა, სადაც მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, დამდეგ სეზონშ პრიმერაში ითამაშებს.