ფეხბურთი

18:03 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გადრანი "ტორპედოში" ითამაშებს

ბათუმის „დინამოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გადრანი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის გადრანი „დინამოში“ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (თანაც მნიშვნელოვანი, თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვების მომტანი).

მანამდე გადრანი „დილას“, „დინამო თბილისის“, „გაგრასა“, „ჩერნომორეცისა“ და „დესნას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12415