კალათბურთი

18:27 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ფინალში “ლეგიონი” და “აკადემია 2” შეხვდებიან

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. ოლიმპიურ სასახლეში გამართული ოთხთა ფინალის მატჩების გათვალისწინებით ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “ინდიანა პეისერსის” სახელით მოასპარეზე “აკადემია 2” და “დენვერ ნაგეტსი”, იგივე “ლეგიონი” შეხვდებიან.

ორივე გუნდმა უდაძაბულეს ბრძოლაში მოიპოვა ფინალის საგზური. ორივე ნახევარფინალური შეხვედრა 1 ქულის სხვაობით დასრულდა. “ლეგიონმა” 21:20 მოუგო ტურნირზე “ლეიკერსის” სახელით მოასპარეზე “ზაზა 4”-ს, ხოლო “აკადემია 2”-მა 30:29 სძლია “ბოსტონ სელტიქსს” (ბასტიონი 1).

შესაბამისად, ნახევარფინალში დამარცხებული “ბასტიონი 1” და “ზაზა 4” მესამე ადგილისთვის შეხვდებიან, ხოლო საჩემპიონო მატჩში, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, “ლეგიონი” და “აკადემია 2” დაუპირისპირდებიან.

www.gbf.ge

თეგებიJunior NBA-GBF ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111029