საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ჩინებულ ფორმაშია. ჩვენებურმა MLS-ის ჩემპიონატში მორიგი გოლის გატანა მოახერხა და ასევე საგოლე პასიც მიითვალა.
„სან ხოსე“ შინ „ლოს ანჯელეს გალაქსის“ დაუპირისპირდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი 3:0 დაამარცხა.
პირველი გოლის ავტორი სწორედ ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც შესანიშნავი სერია გააგრძელა და ივნისის თვეში მე-6 გოლის გატანა მოახერხა.
სასიამოვნოა ისიც, რომ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.
„სან ხოსეს“ კი ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.