ისტორია

9:52 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

30 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1985 - დაიბადა მაიკლ ფელპსი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე. ოლიმპიური თამაშების (ათენის, პეკინის ლონდონის ოლიმპიადების) 22-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობების 21-გზის გამარჯვებული, 2003, 2004, 2006, 2007, 2008, 2009 წლების პლანეტის საუკეთესო მოცურავე. დამყარებული აქვს ათეულობით მსოფლიოს რეკორდი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1908- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მეორე ლიგაში ლონდონური “ტოტენჰემ ჰოტსპური” დაუშვა. “დეზებიანი მამლები” ლიგაში “სტოკ სიტის” ნაცვლად მოხვდნენ. ამ უკანასკნელს ფინანსურმა პრობლემამ შეუშალა ხელი.

1909- სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეების, ჯეკ ჯონსდონისა და ტონი როსის ორთაბრძოლისას, არბიტრებმა გამარჯვებული და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გამოავლინეს.

1912- რუსეთი ფიფაში მიიღეს, ხოლო მისი ორი წარმომადგენელი გიორგი დიუპერონი და რობერტ ფულდა კი ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტში შეიყვანეს. ფიფაში გაწევრიანებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებზე რუსები ფინეთთან 1:2 დამარცხდნენ.

1931- ჯონ უოქერმა ერთდროულად ორ საფეხბურთო კლუბთან, “პორტსმუტთან” და “არსენალთან” გააფორმა კონტრაქტი. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ორივე ბათილად სცნო. უოქერმა მეორე დღეს კონტრაქტი “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” დადო.

1951- ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრალიას 17:0 მოუგო.

1969- ავსტრალიელმა მძლეოსანმა დერეკ კლეიტონმა, მარათონულ სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:08.34).

1975- ლეგენდარულმა სუპერმძიმეწონოსანმა მოკრივემ, მუჰამედ ალიმ, ჯო ბაგნერი დაამარცხა. ორთაბრძოლა მალაიზიაში ჩატარდა.

1976- ახალ ზელანდიელმა მძლეოსანმა, ჯონ უოქერმა 2000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამაყარა (4:51.4).

1984- ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. “ლოს ანჯელეს ექსპრესი” და “მიჩიგან პანთერზი” ერთმანეთს 93 წუთისა და 33 წამის განმავლობაში ეპაექრებოდნენ. თამაში ლოს ანჯელესელებმა მოიგეს (27:23).

1987- შვედმა მძლეოსანმა პატრიკ შობერგმა სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2 მეტრი 42 სანტიმეტრი).

1990- იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში აპენინელთა გოლკიპერმა ვალტერ ძენგამ მუნდიალების რეკორდი დაამყარა – მან ირლანდიასთან მატჩში გოლი არ გაუშვა და ჯამში 516 “მშრალი” წუთი გამოუვიდა.

1994- აშშ-ის ციგურებით ფიგურული სრიალის ეროვნულმა ფედერაციამ, ტონია ჰარდინგს სიცოცხლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

1996- ინგლისის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი. გერმანიამ დამატებით დროში ჩეხიას 2:1 მოუგო. გოლები ბერგერმა (59) და ორჯერ ბირჰოფმა (73, 95 “ოქროს გოლი”) გაიტანეს. გერმანია (ნაკრებს ბერტი ფოგთსი წვრთნიდა): კეპკე, ბაბელი, ზამერი, ჰელმერი, შოლი (ბირჰოფი 69), შტრუნცი, აილტსი (ბოდე 46), ჰესლერი, ციგე, კლინსმანი, კუნცი. ჩეხია: კოუბა, რადა, კადლეცი, სუხოპარეკი, ჰორნიაკი, ბეიბლი, ნედვედი, ნემეცი, პობორჟსკი (შმიცერი 88), კუკა, ბერგერი. ლონდონის “უემბლიზე” მატჩს 73 611 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას იტალიელი არბიტრი პაირეტო სჯიდა.

1998- საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინამ ინგლისს პენალტების სერიით 4:3 მოუგო. ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა. გოლები ბატისტუტამ, ძანეტიმ (არგენტინა) და ოუენმა, შირერმა (ინგლისი) გაიტანეს. შეხვედრის დანიელმა არბიტრმა ნილსენმა 47-ე წუთზე მინდვრიდან დევიდ ბექჰემი გააძევა. სენტ-ეტიენის “ჟოფრუა გიშარზე” თამაშს 30 600 მაყურებელი დაესწრო.

2002- კორეა-იაპონიის მსოფლიოს ჩემპიონატი. ფინალი. ბრაზილია-გერმანია 2:0. გოლები 67-ე და 79-ე წუთებზე რონალდომ გაიტანა. ბრაზილია (ნაკრებს კარლოს ალბერტო პარეირა წვრთნიდა): მარკუში, კაფუ, ლუსიო, როკე ჟუნიორი, ედმილსონი, რობერტო კარლოსი, ჟილბერტუ სილვა, კლებერსონი, რონალდინიო (ჟუნინიო 85), რივალდო, რონალდო (დენილსონი 90). Gგერმანია: კანი, ლინკე, რამელოვი, მეცელდერი, ფრინგსი, იერემისი (ასამოა 77), ჰამანი, შნაიდერი, ბოდე (ციგე 84), ნოივილი, კლოზე (ბირჰოფი 74). მატჩი იოკოჰამაში, “იოკოჰამა ინტერნეიშენელზე” ჩატარდა და მას 69 029 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას იტალიელი არბიტრი პიერლუიჯი კოლინა სჯიდა.

2002- მსოფლიოს საფეხბურთო მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ გერმანიის ნაკრების მეკარე ოლივერ კანი დაასახელეს.

2006- მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). მეოთხედფინალი: გერმანია-არგენტინა 1:1 (4:2 პენ.); იტალია-უკრაინა 3:0.

2011- ფეხბურთში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” მოლდოვას ორჰეის “მილსამს” 2:0 მოუგო, რუსთავის “მეტალურგმა” კი ერევანში იქაურ “ბანანცს” 1:0 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1892- არმანდ შვარტენბრუკი. 1913-28 წლებში ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მცველი და კაპიტანი. 1920 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ბელგიის ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი. ბელგიის სამგზის ჩემპიონი.

1920- ზენო კოლო. იტალიელი მოთხილამურე. თხილამურებით სწრაფდაშვებაში 1952 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1933- ტომისლავ ივიჩი. ცნობილი იუგოსლავიელი საფეხბურთო მწვრთნელი. თავიანთი ქვეყნების ჩემპიონობა მოაპოვებინა იუგოსლავიის, ჰოლანდიის, ბელგიის, პორტუგალიის კლუბებს. ეროვნული თასი კი იუგოსლავიის, თურქეთის, პორტუგალიის, ესპანეთის გუნდებს მოაპოვებინა. მოგებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი.

1938- ბილი მილზი. ამერიკელი მძლეოსანი. 10 ათას მეტრზე სირბილში, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1940- ტავარეშ სილვეირა ამარილდო. ბრაზილიის ნაკრების, “ფლამენგოს”, “ბოტაფოგოს”, “მილანის”, “ფიორენტინას”, “რომას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.

1946- ალან ჰანტერი. 1970-იან წლებში ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების მცველი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “იპსვიჩ თაუნში”. 1978 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში ჩაატარა 53 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1947- ვლადიმერ პეტროვი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი. ბორის მიხაილოვსა და ვალერი ხარლამოვთან ერთად ქმნიდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფორვარდთა ტრიოს. 1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1963- ოლგა ბრიზგინა. საბჭოთა მძლეოსანი. 400 მეტრზე სირბილში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1965- მიჩ რიჩმონდი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისა და “საკრამენტო კინგზის” მოთამაშე. 1988 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1965- გარი პალისტერი. 1990-იან წლებში ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი. “ოლდ ტრაფორდელებთან” ერთად მოგებული აქვს თასების თასი და ევროპის სუპერთასი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი. სამჯერ ფლობდა საფეხბურთო ასოციაციის თასს. 1992 წელს ფეხბურთელებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1966- მაიკ ტაისონი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ექსჩემპიონი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე და ამავე დროს სკანდალური პიროვნება. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 58 ორთაბრძოლიდან 50 მოიგო (მათ შორის 44 ნოკაუტით). სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი (20 წლის და 4 თვის ასაკში).

1968- რობერტ კორჟენევსკი. პოლონელი მძლეოსანი. 20 კმ-ზე სპორტულ სიარულში ოლიმპიური ჩემპიონი.

1970- სერგეი პანოვი. რუსი კალათბურთელი. 1994 წლის მსოფლიოსა და 1993 წლის ევროპის ჩემპიონი. არის პლანეტისა და კონტინენტის პირველობათა პრიზიორი. ოლიმპიადის მონაწილე.

1975- რალფ შუმახერი. ფორმულა-1-ის პილოტი. მიხაელ შუმახერის ძმა. მოგებული აქვს გრან-პრის 6 შეჯიბრება. გამოდიოდა “ჯორდანის” “უილიამსის”, “ტოიოტას” გუნდებში.

1985- მაიკლ ფელპსი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე. ოლიმპიური თამაშების (ათენის, პეკინის ლონდონის ოლიმპიადების) 22-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობების 21-გზის გამარჯვებული, 2003, 2004, 2006, 2007, 2008, 2009 წლების პლანეტის საუკეთესო მოცურავე. დამყარებული აქვს ათეულობით მსოფლიოს რეკორდი.

0.124177