ფეხბურთი

22:49 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი: შვედეთი ბოლო ნახევარფინალისტი გახდა

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა. რენის „როაზონ პარკზე“ შვედეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-16 წუთზე „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ლინა მაგულმა გახსნა, თუმცა ექვს წუთში „მონპელიეს“ თავდამსხმელმა სოფია იაკობსონმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე „მონპელიეს“ მოთამაშემ, სტინა ბლაკსტენიუსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შვედეთის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მეორე წყვილში ინგლისი აშშ-ს დაუპირისპირდება.

0.14818